სასტუმრო „კასტელო მარე“ მომხმარებლებს პოსტკოვიდური რეაბილიტაციის კურსს სთავაზობს. როგორც jandacva.ge-ს Castello Mare Hotel & Wellness Resort Tsikhisdziri-ის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერმა მანო კუჭუხიძემ განუცხადა, სასტუმროში არსებული ოტიუმ სპა ცენტრი კოვიდგადატანილ პაციენტებს ძალების აღმდგენ, გამაჯანსაღებელ, სამკურნალო და საპროფილაქტიკო თერაპიებს სთავაზობს.
მისი თქმით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ ძირითადად თავს იჩენს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, თავის ტკივილი, მეხსიერების დაქვეითება, ტკივილი ხერხემლის მიდამოებში, სახსრების და კუნთების დაძაბულობა, კანის სიმშრალე, შფოთვა, სტრესი, უძილობა. სწორედ ამ სიმპტომების მოხსნისკენაა მიმართული სასტუმროს სპეციალური მომსახურება.
„ოტიუმ სპა ცენტრის სპეციალისტები მუშაობენ ისეთი ბიო კოსმეტიკით, რომელიც შეიცავს სამკურნალო წყალმცენარეებს, მშრალ გაფრქვეულ ზღვის წყალს და სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინებს. მომხმარებლებს ვთავაზობთ 3, 5, 7, 10 და 14-დღიან კურსებს. ამასთან, მინიმალური, 3-დღიანი კურსი 5-6 პროცედურას მოიცავს. თითოეული კურსი არის გაჯერებული ისეთი პროცედურებით, რომელიც ორგანიზმს შეავსებს ვიტამინებით, შეამცირებს ტკივილის გრძნობას, დაღლილობას. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი პროგრამები არის ზოგადი ხასიათის მატარებელი და კონკრეტულ ინდივიდზე შესაძლოა დაკორექტირდეს ჩვენების და საჭიროების შესაბამისად,“ – განაცხადა კუჭუხიძემ.
მისი ინფორმაციით, პაკეტების ღირებულება 300 ლარიდან იწყება და 1120 ლარს აღწევს.