საქართველს რეგიონებს შორის, ყველაზე რთული ეპიდვითარება კახეთშია, სადაც კოვიდ 19-ის დადასტურების 7-დღიანი მაჩვენებელი 19,8%-ს შეადგენს. კახეთის შემდეგ ყველაზე მძიმე ვითარება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია – 14,6%. მაღალია დადებითობის, ანუ ვირუსის გავრცელების ინტენსივობის მაჩვენებელი იმერეთში და ის 10,4%-ს შეადგენს. შედარებით კარგი მდგომარეობა ამ კუთხით აჭარაშია, სადაც აღნიშნული მაჩვენებელი 3,3%-ია, თბილისში 5,1%, ხოლო სამცხე-ჯავახეთში 5,9%.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.64 %-ს აღწევს, ბოლო 7 დღის 7.6 %-ს, ბოლო 14 დღის კი 6.25 %-ს.
მკვეთრადაა გაზრდილი რეპროდუქციის ინდექსიც (RT), რომელიც გამოხატავს იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებსაც ვირუსი ერთმა დაინფიცირებულმა პაციენტმა გადასდო, ეს კოეფიციენტი დღეს 1.48-ს შეადგენს.