მთავარი » მსოფლიო » ჯანმრთელობის საკითხებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საფრთხეებს შეიცავს – ჯანმოს გაფრთხილება

ჯანმრთელობის საკითხებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საფრთხეებს შეიცავს – ჯანმოს გაფრთხილება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ, შესაძლოა, მკურნალობის პროცესში შეცდომები გამოიწვიოს, ასევე შექმნას დეზინფორმაციის ან მონაცემების არასწორად გამოყენების რისკი. ამიტომ ჯანმო მოუწოდებს ყველას, ამ ტექნოლოგიებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ.

ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების საშუალებებით, ისეთებით, როგორიცაა ChatGPT, რომლებიც უზარმაზარ მონაცემებს აერთიანებს, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ჯანმო შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართ სიფრთხილის ზომები არ იყო სათანადოდ გამოყენებული – ისე, როგორც ეს, ჩვეულებრივად, ახალი  ტექნოლოგიების შემთხვევაში ხდება.

ჯანმოს მონაცემებით, ხელოვნური ინტელექტის დიდი ენობრივი მოდელები, რომლებიც ნეირონული ქსელების პრინციპითაა მოწყობილი, ერთი შეხედვით, პროფესიულ პასუხებს აგენერირებს, თუმცა, შესაძლოა, ეს პასუხები სრულიად არასწორი იყოს ან შეიცავდეს სერიოზულ შეცდომებს, როცა საუბარია ჯანმრთელობაზე.

გარდა ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შიშობს, რომ ხელოვნური ინტელექტის სისტემებმა შეიძლება მომხმარებელს მისცეს ნებართვის გარეშე წვდომა კონფიდენციალურ სამედიცინო მონაცემებზე.

ჯანმო მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში მხოლოდ  გადამოწმებული მონაცემების და სანდო ტექნოლოგიების შემთხვევაში უნდა გამოიყენებოდეს.

იხილეთ ასევე

tedr

ჯანმომ COVID-19-ს გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა გააუქმა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეიესუსმა განაცხადა, რომ COVID-19 გლობალურად აღარ წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობას. ”დიდი …