COVID-19-ით გამოწვეული ჭარბი სიკვდილიანობა ბევრად აღემატებოდა ჯანმო-ს ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ახალ ანგარიშში საქართველოს ჯანდაცვის სფეროს შესახებ.
კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში პანდემიის გამო ძალიან მაღალი სიკვდილიანობა 2020 წელს აღინიშნა, საქართველოში კი სურათი სხვაგვარია და ჭარბმა სიკვდილიანობამ პიკს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ამ მაჩვენებელმა საშუალო ევროპულ მონაცემს მკვეთრად გადაუსწრო.
ანგარიშში გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2021 წლის ბოლოს დაფიქსირდა ჭარბი სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100 ათას ადამიანზე, როცა ევროპაში ის 20-ზე ოდნავ მაღალი იყო.
2020 წლის ბოლოს საქართველოში ეს მონაცემი 60-ს შეადგენდა, ევროპაში კი 30-ს მცირედით აჭარბებდა.
ჭარბი სიკვდილიანობა – ესაა სხვაობა გარდაცვალების მაჩვენებელი სიკვდილის ყველა მიზეზით, იმ მაჩვენებლისგან, რომელიც მოსალოდნელი იყო რაიმე კონკრეტული მიზეზის არარსებობის შემთხვევაში (ამ შემთხვევებს შორისაა კოვიდპანდემია).
jandacva.ge