მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ჯანმო პანდემიის დასასრულს ვერ ხედავს – საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა

ჯანმო პანდემიის დასასრულს ვერ ხედავს – საგანგებო მდგომარეობა კიდევ სამი თვით გახანგრძლივდა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კიდევ სამი თვით გაახანგრძლივა მსოფლიო ჯანდაცვაში არსებული საგანგებო სიტუაცია, რომელიც კოვიდ-19-ის აფეთქებას უკავშირდება. ამის შესახებ ჯანმოს საიტზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. ეს რეჟიმი 2020 წლის იანვრის შემდეგ მოქმედებს.

ჯანმოს გენერალური დირექტორი ეთანხმება კომიტეტის რეკომენდაციებს კოვიდ-19-ის მიმდინარე პანდემიასთან დაკავშირებით და განსაზღვრავს, რომ ეს მოვლენა კვლავ წარმოადგენს საგანგებო მდგომარეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, რასაც საერთაშორისო მნიშვნელობა აქვს,“ – ნათქვამია განცხადებაში. ინფორმაციის თანახმად, კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს შეშფოთება კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების დიდი რაოდენობის გამო სხვა რესპირატორულ ინფექციებთან შედარებით. კომიტეტი ასევე მიუთითებს ვაქცინის არასათანადო გამოყენების პრობლემაზე.

სხდომაზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ კოვიდ 19-ის პანდემია, შესაძლოა, გარდამავალ ეტაპზე იყოს. ექსპერტების თქმით, კორონავირუსული ინფექციის გავლენის შეზღუდვა შესაძლებელია პოპულაციური იმუნიტეტის მაღალი დონის მიღწევით ინფექციის გადატანის ან ვაქცინაციის გზით. ამავდროულად, ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ვირუსი დარჩება მუდმივ პათოგენად ადამიანებსა და ცხოველებში უახლოეს მომავალში.

ჯანმოს საგანგებო სიტუაციების კომიტეტი კოვიდ 19-თან დაკავშირებულ თემებზე სამსჯელოდ ყოველ სამ თვეში ერთხელ იკრიბება. 2020 წლის შემდეგ ეს უკვე მე-14 სხდიმაა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ბევრი ქვეყანა ხსნის კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.

1 თებერვლიდან რეგულაციებს აუქმებს საფრანგეთი.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …