ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ გასცემს კორონავირუსის საწაინააღმდეგო აცრის გაკეთების რეკომენდაციას ყველა ბავშვისა და მოზარდისთვის. ამის მიზეზი ისაა, რომ, როგორც ჯანმოში აცხადებენ, ამ ასაკობრივ ჯგუფებში დაავადების მძიმე მიმდინარეობის ალბათობა მცირეა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ ბუსტერ-დოზების შესახებ გაკეთებულ განცხადებაშია საუბარი.
„ამ ეტაპზე ჯანმო არ გასცემს ბავშვებისა და მოზარდების საყოველთაო ვაქცინაციის რეკომენდაციას, რადგან მძიმე დაავადებების ტვირთი ამ ასაკობრივ ჯგუფში მაღალი არ არის, ბევრ ქვეყანაში კი ჯერ არ არის მიღწეული იმ ჯგუფების მოცვა, რომლებიც მძიმე დაავადებების განვითარების ყველაზე დიდი რისკის ქვეშ იმყოფებიან,“ – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, განცხადების თანახმად, ჯანმოს ხელმძღვანელის მოწოდებაა, გამოცხადდეს მორატორი ზრდასრული, ჯანმრთელი ადამიანების რევაქცინაციაზე 2021 წლის ბოლომდე, რათა ამით წინააღმდეგობა გაეწიოს მსოფლიოში ვაქცინებზე არსებულ არასამართლიან ხელმისაწვდომობას.
ჯანმოში ასევე აცხადებენ, რომ მიმდინარე დაავადებების უმეტესი შემთხვევები აუცრელ ადამიანებზემ ოდის. ხოლო თუ ვაქცინირებული ადამიანები ინფიცირდებიან, უმეტეს შემთხვევებში დაავადების მიმდინარეობა ნაკლებად მძიმეა, ვიდრე ვაქცინირებულებში.
თუმცა ახალი მონაცემები მუდმივად აჩვენებს ვაქცინის ეფექტიანობის კლებას დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით კი – ხანში შესულ ადამიანებში.