მთავარი » რეფორმები » ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გიორგი გუგავა გამოეხმაურა.
ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გიორგი გუგაავა გამოეხმაურა

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გიორგი გუგავა გამოეხმაურა.

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი გიორგი გუგავა გამოეხმაურა.მისი განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა, როგორც სხვა უმნიშვნელოვანესი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სფეროები, პრაქტიკულად, კატასტროფის წინაშე დგას.

გუგავა თვლის, რომ ჯანდაცვა მოიცავს მთელ სისტემას და მისი დანაწევრებული სახით წარმოჩენა წარმოუდგენელია, მით უმეტეს, როცა მისი ყველა კომპონენტი ხელმისაწვდომი არ არის მოსახლეობისათვის

. თუ გავითვალისწინებთ კრიტიკულ სოციალურ ფონს, რაც დღეს ქვეყანაშია, მძიმე მდგომარეობის წინაშე ვდგავართ.

„რაც შეეხება პირველად რგოლს და პრევენციულ მედიცინას, დღეს ესეც ხელმიუწვდომელია მოსახლეობისათვის. არასწორი მიდგომა არსებობს ამ საკითხისადმი. თუ ოფიციალურ სტატისტიკას ვნახავთ, დაავადებათა კატასტროფული ზრდა ფიქსირდება.

ეს განპირობებულია იმ უმძიმესი სოციალური მდგომარეობით, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. მოქალაქეებს არ აქვთ იმის შესაძლებლობაც კი, რომ მიიღონ შესაბამისი საკვები, რაც არის განსაზღვრული სამომხმარებლო კალათით, რაც აუცილებელია ნორმალური ფიზიოლოგიური განვითარებისათვის.

ამიტომ, საფუძველშივე თუ არ მოგვარდა ეს პრობლემა, მოსახლეობას თუ არ ექნება საშუალება მიიღოს ფიზიკური გადარჩენისათვის საჭირო მინიმალური პროდუქტები, აზრს კარგავს როგორც პირველადი ჯანდაცვა, ასევე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაც.

ეს პრობლემებია მოსაგვარებელი და სწორედ ამის შემდეგ უნდა მიეხედოს პირველადი ჯანდაცვის რგოლს“, – მიაჩნია ოპოზიციური პარტიის ერთ–ერთ ლიდერს.

რაც შეეხება საყოველთაო ჯანდაცვას, გუგავას თქმით, მის ქვეშ უნდა მოქცეულიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც, შემოსავლებიდან გამომდინარე, გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსებას ვერ შეძლებდნენ.

მათთვისვე უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი მედიკამენტები. თანაც უკვე გართულებულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა და ოპერაციის დაფინანსების მიღება.

მედიკამენტებსაც იმხელა ფასები აქვს, ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რადგან ვერ ახერხებენ თანხების შეგროვებას. ამავე დროს სადაზღვევო სისტემა იქცა ბიუროკრატიულ ბარიერად. ამ ბოლო დროს ხშირია შემთხვევები, რომ ხელოვნურად უქმნიან პრობლემებს მოქალაქეებს.

შესაბამისად, ისინი ვეღარ ახერხებენ იმ თანხებით სარგებლობას, რაც ბიუჯეტიდან არის გათვალისწინებული მათი გეგმიური თუ გადაუდებელი ოპერაციების დაფინანსებისათვის და ეს თანხები მიედინება სწორედ ამ სადაზღვევო კლანების ჯიბეში“, – ფიქრობს გუგავა.

მისი აზრით, პირველადი ჯანდაცვის სისტემა მოსაწესრიგებელია.

„მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც ოჯახის ექიმი, ასევე, სრულყოფილი გამოკვლევები, რათა დაავადებათა საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები გატარდეს და არ მოხდეს მათი გართულება და მძიმე სტადიაზე გადასვლა.

თუ ჩვენ გვინდა ოდნავ მაინც გავაუმჯობესოთ ამ სფეროში არსებული სიტუაცია, გლობალურად უნდა მივუდგეთ საკითხს. სახელმწიფო სახსრები უნდა წარიმართოს ყველაზე დაუცველი მოქალაქეებისაკენ, ეს იქნება პირველადი ჯანდაცვა თუ გადაუდებელი ოპერაციები.

თანხები არ უნდა ილექებოდეს მაფიოზური სადაზღვევო კომპანიების ანგარიშებზე, რომლებიც არიან მესაკუთრეები ფარმაცევტული ბიზნესის, წამლის შემოტანის, პოლიკლინიკების და სხვა სამედიცინო დაწესებულებების.

ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს, რომ არ შეიძლება ერთი და იგივე პირი იყოს წამლის მწარმოებელი, დისტრიბუტორი, შემომტანი, არ შეიძლება ფლობდეს სადაზღვევო კომპანია და სტაციონარულ დაწესებულებას.

 ეს სისტემა თუ არ დაიშალა და ბაზარი არ გაიხსნა, მუდმივად მსგავსი პრობლემების წინაშე ვიდგებით“, – ამბობს გიორგი გუგავა.

pia.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …