მთავარი » რეფორმები » ჯანდაცვის სფერო ერთ–ერთი ის მიმართულებაა, რომელზეც ვფიქრობ რომ სწორად ვითარდება
ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკაა:სახელმწიფო მაქსიმალურად იყოს მისი მთავარი თვისუფლების, ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფაში ჩართული.

ჯანდაცვის სფერო ერთ–ერთი ის მიმართულებაა, რომელზეც ვფიქრობ რომ სწორად ვითარდება

პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მოსამზადებელ სამუშაოებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა. მისი აზრით, ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკაა, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად იყოს მისი მთავარი კონსტიტუციური ვალდებულების, ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფაში ჩართული. 

“ზოგადად, მათი ყველა ნაბიჯი აქეთკენ არის მიმართული – დაწყებული ჯანმრთელობის საყოველთაო პროგრამიდან, დამთავრებული პირველადი ჯანდაცვის დაგეგმილი რეფორმით”, – აცხადებს ხუხაშვილი.

ექსპრეტი ჯანდაცვის სამინისტროს ურჩევს, სოციალურად ორიენტირებულ მისწრაფებებში ისეთ სფეროებს არ შეეხოს, სადაც შესაძლოა, ბიზნესი დაზარალდეს.

„კარგი იქნება, თუ ყურადღება მიექცევა ოჯახის ექიმის ინსტიტუტს, რაც პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. ჯანდაცვის სფერო ერთ–ერთი იმ მიმართულებეთაგანია, რომელზეც, ვფიქრობ, რომ სწორად ვითარდება. ერთადერთი რჩევა მექნებოდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად ორიენტირებულ მისწრაფებებში ისეთ სფეროებს არ შეეხოს, სადაც შეიძლება ბიზნესი დაზარალდეს. თუ ბიზნესი არაკონკურენტული აღმოჩნდა სახელმწიფო პროგრამებთან მიმართებაში, ამან შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში უკუშედეგი მოგვცეს.

რაც შეეხება იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმის გატარებაში უცხოელი ექსპერტები და “გლობალ ალიანსი“ ეხმარებიან, ძალიან კარგია. ჩვენ ახალი ველოსიპედის გამოგონებას ვერ დავიწყებთ. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ეს სფერო ძალიან შორს არის წასული და, რა თქმა უნდა, ჯობია, ვიხელმძღვანელოთ იმ გამოცდილებით, რაც დაგროვდა მსოფლიოში“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა მოსახლეობისთვის უდიდესი შვებაა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამით სახელმწიფო ბიუჯეტს საკმაოდ დიდი ტვირთი აწევს.

„კარგი იქნება, თუ ეს დაგეგმილი რეფორმა ისე წარმართება, რომ თანდათან ქვეყანაში მოხდეს კერძო დაზღვევის სტიმულირება და კერძო სადაზღვევო სისტემების განვითარება. ყურადღება უნდა მიექცეს მედიკამეტების ხელმისაწვდომობის საკითხსაც. სუსტი კონკურენტული ბაზარი გვაქვს, ძირითადი მოთამაშეები არეგულირებენ ფასებს, რაც მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას. აქ სახელმწიფომ აქტიური ანტიმონოპოლიური და სხვა ტიპის ღონისძიებები უნდა გაატაროს, რომ ბაზარი დარეგულირდეს და უფრო აქტიური კონკურენცია მივიღოთ შედეგად“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …