მთავარი » რეფორმები » ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ექსპერტთა კონსორციუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა
ჯანდაცვის

ჯანდაცვის სამინისტროსა და საერთაშორისო ექსპერტთა კონსორციუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ჯანდაცვის სისტემის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა გრძელვადიან ხელშეკრულებას საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან: Global Alliance for Health and Social Compact.-თან.

ჯანდაცვის სამინისტროში დოკუმენტს ხელი მოაწერეს: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და ჯგუფის კოორდინატორმა ჟან ლი მალკინმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯგუფის ამოცანაა, ჯანდაცვის თვისობრივად ახალი ინოვაციური მოდელის შექმნა. მათი გამოყენების ერთ-ერთი საბაზისო პრინციპი იქნება ევროპული სამედიცინო სტანდარტების 100%–ით დაცვის პირობებში ჯანდაცვასა და სამედიცინო მომსახურებაზე ხარჯების შემცირება.

როგორც შეხვედრაზე აღნიშნეს, საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალება ექნება, რომ ეს მოდელი მოქმედებაში იხილოს: დახმარების ხელმისაწვდომობითა და ხარისხით, სამკურნალო პრეპარატების ფიზიკური ხელმისაწვდომობით და პროფილაქტიკით და ასევე სრული რეაბილიტაციით.

„ჯანდაცვის სისტემა ყველა ქვეყნისთვის გამოწვევაა და მოითხოვს პერიოდულ განახლებას, მოდერნიზაციას ძირითად მიდგომებზე. გამონაკლისი არც ჩვენი სისტემაა. საყოველთაო ჯანდაცაზე გადასვლით ჩვენ, მოვახერხეთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორის სერვისებზე მიწვდომადობის გაზრდა. თუმცა, თუ ისეთივე ეფექტურობის ან მეტი ეფექტურობა არ განხორციელდა ჯანდაცვის ხარისხზე და მის ფასწარმოქმნაზე, პროექტის ეფექტურობა იქნება დაბალი.

ჩვენ წელიწადზე მეტი ვმუშაობდით ამ შესაძლებლობებზე და შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ჯანდაცვის ხარისხზე და ფასწარმოქმანაზე, ისევ როგორც მის წვდომადობაზე განვახორციელოთ ახალი ინოვიაციური, აქმდე არ გამოყენებული მეთოდები.

როგორიც არის კერძო და სახელმწიფო პარტნიორობის ახალი მოდელები, ჯანდაცვისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ახალი სისტემები და მე მჯერა, რომ ეს მიდგომა და დღევანდელი გაფორმებული ხელშეკრულება მართლაც მაღალი კლასის პროფესიონალებთან შესაძლებლობას მოგვცემს ეს პროექტი წარმატებით განვახორციელოთ. ჯანდაცვის რეფორმები ახალ სისტემებზე გადადის. “- განუცხადა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს.

მედიანიუსი

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …