მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტროს პროექტებმა ხალხს დიდი შვება მისცა
აქციაში საზოგადოების მასობრივად ჩართვა, ალბათ, რთული იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს პროექტებმა, ხალხს დიდი შვება მისცა.- ნონა გაფრინდაშვილი.

ჯანდაცვის სამინისტროს პროექტებმა ხალხს დიდი შვება მისცა

ცნობილი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი პოზიტიურად აფასებს იმ ფაქტს, რომ საზოგადოება აქტიურად მონაწილეობს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების დაგეგმვაში.

როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქეებს გამოკითხვა – “რა გაწუხებთ” ფარგლებში შესაძლებლობა აქვთ, უპასუხონ კითხვებს, რომლის პასუხებიც შემდეგ, უშუალოდ, ქვეყნის ჯანდაცვის სფეროს განვითარებისა და რეფორმირების საკითხებზე აისახება.

პროექტის ინიციატორების განცხადებით, ნებისმიერი რეფორმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს წარმატებული, თუ ის მოსახლეობის მოლოდინებსა და მოთხოვნებს პასუხობს.

„რა თქმა უნდა, არ არის ცუდი ამ ინიციატივის განხორციელება, მაგრამ აქციაში საზოგადოების მასობრივად ჩართვა, ალბათ, რთული იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს პროექტებმა, ხალხს დიდი შვება მისცა. მაგალითად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, სახელმწიფო ხდება დაფინანსების თანამონაწილე და მომსახურების დიდ ნაწილს თვითონ ფარავს. ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა ამ პროგრამით. თუნდაც მხოლოდ ეს პროგრამა რომ შეინარჩუნონ და არ დაიწყონ ახალი პროექტი, ესეც უკვე დიდი მიღწევაა“, – აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი.

pia.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …