მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი ჭიაბერაშვილს: პროექტებს საფრთხე არ ემუქრება
არანარი საფრთხე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებულ პროგრამებს არ ემუქრება. თუ რამე თანხების დამატება გახდება საჭირო დავამატებთ"- განაცხადა სოფრომაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი ჭიაბერაშვილს: პროექტებს საფრთხე არ ემუქრება

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნოემბერ-დეკემბრის ბიუჯეტი ცარიელია და პროგრამის დეფიციტი უკვე 84 მლნ ლარია, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

დავით სერგეენკომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ნოემბერ-დეკემბრის ბიუჯეტი უკვე გახარჯა და რადიკალური ცვლილებების გარეშე პროგრამა ჩავარდნის სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. ეს ნიშნავს, რომ ათიათასობით პენსიონერის, ბავშვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, სოციალურად დაუცველის მკურნალობის ხარჯები თავად ოჯახებს დააწვება. ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის ფონზე, ეს მდგომარეობა უამრავ ადამიანს კატასტროფის წინაშე აყენებს.

ამოიწურა პროგრამის “რეფერალური მომსახურება” (კოდი 35 03 03 09) წლიური ბიუჯეტიც. ამ პროგრამას სამინისტრო მოქალაქეთა პირდაპირი მიმართვის საფუძველზე განკარგავს. გაძვირებული მედიკამენტისა და მკურნალობის ხარჯის დაფარვა იმდენად ბევრ ადამიანს უჭირს, რომ სამინისტრომ 15 მლნ  ლარი თითქმის უკვე დახარჯა და ბიუჯეტის ეს მუხლიც გასაზრდელი აქვს.

ეს არ ნიშნავს, რომ თუნდაც დეფიციტური ხარჯვით ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკების დავალიანება სრულად დაფარა. არა! დავალიანება რჩება და ეს მედპერსონალის ხელფასების გაუცემლობაში, სამედიცინო მომსახურების ხარისხის დაქვეითებასა და პაციენტების მიერ ჯიბიდან გადახდების ზრდაში აისახება.

მინისტრმა სერგეენკომ დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შესახებ და აუხსნას საზოგადოებას, როგორ აპირებს ნოემბერ-დეკემბერში ათიათასობით მოქალაქის მკურნალობის ხარჯის საავადმყოფოებისთვის ანაზღაურებას.“ – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

“აიპრესი” ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირები ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.როგორც “აიპრესთან” სოციალური დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა სოფრომაძემ განაცხადა:”არანარი საფრთხე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაწყებულ პროგრამებს არ ემუქრება. თუ რამე თანხების დამატება გახდება საჭირო დავამატებთ”- განაცხადა სოფრომაძემ.

ipress.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …