მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტრო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებს კოვიდპაციენტების მართვის პროცესში მონიტორინგს უწევს

ჯანდაცვის სამინისტრო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებს კოვიდპაციენტების მართვის პროცესში მონიტორინგს უწევს

ჯანდაცვის სამინისტრო სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმების საქმიანობას მონიტორიანგს უწევს. საუბარია იმ ოჯახის ექიმებზე, რომლებიც, სახელმწიფოს მიერ პანდემიის მართვის პროცესში კერძო დაზღვევის მქონე კოვიდინფიცირებულ დაზღვეულებს მართავენ. როგორც jandacva.ge-ს სამინისტროში განუცხადეს, მონიტორინგის მიზანი არ არის სანქციების დაწესება იმ ექიმების მიმართ, რომელთა საქმიანობაშიც კოვიდპაციენტების მართვის კუთხით ხარვეზები გამოიკვეთება. სამინისტროში ამბობენ, რომ მონიტორინგის მიზანი პაციენტთან კომუნიკაციაა, რათა ინფორმირებულნი იყვნენ, რამდენად ხარისხიანი მომსახურება მიეწოდებათ.

jandacva.ge-სთან საუბარში კოვიდინფიცირებულთა ნაწილი აცხადებს, რომ მათი სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმებს მათთან არასათანადო კომუნიკაცია აქვთ, ზოგ შემთხვევაში კი საჭირო კვლევებს არ უნიშნავენ. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ მათთან ჯანდაცვის სამინისტროს (1505) წარმომადგენლები რეკავენ, რომლებიც, ოჯახის ექიმის მიმართ მათ პრეტენზიებს აფიქსირებენ და აწვდიან ინფორმაციას, რა სერვისებია (ანალიზების დანიშვნა, გარკვეული პერიოდულობით ინფიცირებულთან დარეკვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით და სხვ.) მათთვის გათვალისწინებული, რომლებიც ოჯახის ექიმისგან უნდა მოითხოვონ.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …