მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება, რომ „ინდური შტამი“ ქვეყანაში დომინანტი გახდება

ჯანდაცვის სამინისტრო ელოდება, რომ „ინდური შტამი“ ქვეყანაში დომინანტი გახდება

ქვეყნის მასშტაბით  „დელტა“, იგივე ინდური შტამის გავრცელების მაჩვენებელი ინფიცირებულთა 8%-ს შეადგენს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, აღნიშნული შტამით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 18-ია, თუმცა სავარაუდო მასშტაბი 8%-ია.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ეს შტამი დომინანტი გახდეს, თუმცა ამის გამო ვირუსის მართვის კუთხით მინისტრი გართულებებს არ ელოდება.

„ამ შტამის დომინანტობა მოსალოდნელი იყო და არის ახლაც და ამას არავინ არ უარყოფს. მთავარი იარაღი, რა თქმა უნდა, არის ვაქცინაცია, ასევე ნიღაბი და სოციალური დისტანცია,“ – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დავიცვათ ყველა არსებული რეგულაცია, რომელიც საქართველოში პანდემიის დღიდანაა შემოღებული და რომელიც სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას ემყარება. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება არ  ვარაუდობს, რომ რამე სახის გართულებას ექნება ადგილი, თუმცა მნიშვნელოვანია, ნებისმიერი სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში დროულად მივმართოთ ექიმს და ჩავიტაროთ ტექსტი, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება.

მინისტრმა ასევე ისაუბრა მასობრივ იმუნიზაციაზე და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაციისთვის აბსოლუტური მზაობაა. მისი თქმით, ეს პროცესი ივლისიდან დაიწყება და მობილიზებულია ყველა რესურსი სროგორც ამცრელი ბრიგადების, ისევე პერსონალის გადამზადების და ტრენინგების კუთხით.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …