მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტრო დეფიბრილატორების დამატებით პარტიას ყიდულობს – როგორ აფასებენ პროგრამას კლინიკები

ჯანდაცვის სამინისტრო დეფიბრილატორების დამატებით პარტიას ყიდულობს – როგორ აფასებენ პროგრამას კლინიკები

მიმდინარე წლის იანვრიდან დღემდე, სახელმწიფოს მიერ შეძენილი დეფიბრილატორების გამოყენებით,  151 წარმატებული ოპერაცია განხორციელდა. მათ შორის იყო 4 ურგენტული შემთხვევა. ამის შესახებ jandacva.ge-ს ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

„7 ივნისის მდგომარეობით, დეფიბრილატორების მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნილა. დამატებით, მარაგების შევსების მიზნით, მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები. ივნისის ბოლოსთვის, დაგეგმილია დეფიბრილატორების მარაგის შევსება,“ – აცხადებენ სააგენტოში.

კლინიკა „ღია გულის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მიქელთაძემ jandacva.ge-ს განუცხადა, რომ დეფიბრიტალორების მიწოდების კუთხით ამ დრომდე არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.

შეგახსენებთ: გასული წლის დეკემბერში სახელმწიფომ 2 566 180 ლარის ღირებულების 224 დეფიბრილატორები შეიძინა, რომლებიც კლინიკებში გადანაწილდა.

ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩატარდა ფასთა კვლევა, დადგინდა, როგორი ტიპის დეფიბრილატორების შეძენა იყო საჭირო, გაიმართა ტენდერი და 7 დეკემბერს გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა.

„ეს კომპანია არის მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიებში, რომელიც აშშ-ში წარმოებულ დეფიბრილატროს მიაწვდის სახელმწიფოს. ამან მოგვცა საშუალება, რომ 2,2-ჯერ შეგვემცირებინა პროგრამის ღირებულება. შესყიდულია 224 დეფიბრილატორი, როგორც ერთ, ისე ორ და სამკამერიანი დეფიბრილატორები. ღირებულება მერყეობს მათი მოცულობიდან გამომდინარე. ეს დეფიბრილატორები ცენტრალიზებულად კლინიკებში გადანაწილება, სადაც ამ სერვისის მიღება შეეძლებათ ჩვენს პაციენტებს. მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების ღირებულება დადგინდება 3000-დან 3500 ლარამდე. წინა პერიოდში მათ უწევდათ 17 000-19 000 ათასიდან გადაეხადათ 10 პროცენტი კლინიკისთვის. ეს მიუთითებს, რომ მნიშვნელოვნად შემცირდება მოქალაქეების მიერ ჯიბიდან გადასახდელი თანხა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ამასთან, ვგეგმავთ, ამ პროგრამით მოსარგებლეთა კატეგორიის გაფართოებასაც“, – განაცხადა ტიკარაძემ.

 

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …