ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მოლოდინი არის, რომ კორონავირუსის ახალი შტამი „ომიკრონი” საქართველოშიც დადასტურდება.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ჯერჯერობით, „ომიკრონი” საქართველოში არ დაფიქსირებულა.
„რა თქმა უნდა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოლოდინის რეჟიმშია, რომ „ომიკრონი” საქართველოშიც დადასტურდება. ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, როგორც ოფიციალურ პირს, არ მაქვს უფლება დაუზუსტებელი ინფორმაცია ვთქვა. ამ ეტაპისთვის, ჩვენ ლაბორატორიული კვლევით დადასტურებული ინფორმაცია არ გვაქვს და შესაბამისად ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას”, – განაცხადა ტიკარაძემ.