მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის სამინისტრო არის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული უწყება
ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამინისტრო, ყველაზე წარმატებული მინისტრი და ყველაზე კარგი რეფორმა რაც კი ბოლო დროს გატარებულა ამ ქვეყანაში.

ჯანდაცვის სამინისტრო არის ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული უწყება

კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქიტაშვილი ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილ რეფორმასა და უწყების საქმიანობას გამოეხმაურა: 

„მე გახლავართ ქრონიკული დაავადების მქონე, ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის შედეგები. ადრე ყოველთვის მქონდა პრობლემა მედიკამენტებთან დაკავშირებით, რასაც ამჯერად ნამდვილად ვერ ვიტყვი.

მეც და ჩემ გარშემო ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამინისტრო, ყველაზე წარმატებული მინისტრი და ყველაზე კარგი რეფორმა რაც კი ბოლო დროს გატარებულა ამ ქვეყანაში.  ვიცი, რამდენი ადამიანი გადარჩა სიკვდილს ამ პროგრამის წყალობით. ჩემს ახლობელს დასჭირდა სასწრაფო ქირურგიული ჩარევა, საავადმყოფოში მისულს მითხრეს, რომ მას ყველანაირ ხარჯს საყოველთაო პროგრამა  დაუფარავდა.

მინდა ამ სამინისტროს წარმატება ვუსურვო, ახალ პირველადი ჯანდაცვის რეფორმაშიც იმიტომ, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ჯანმრთელობა. ამბობენ, რომ ამ რეფორმამ შედეგად ჯანდაცვაზე გამოყოფილი ბიუჯეტის უფრო ეფექტიანი ხარჯვა უნდა მოიტანოს. ამ მოლოდინსაც მივესალმები.

ფაქტია, ჯანდაცვის სამინისტრო კი ფიქრობს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე და ბედნიერი ვარ, რომ ამას მოვესწარი. ეს ჩემს თავზე მეც ვიწვნიე და ჩემმა ოჯახმაც. მესმის ოპონენტების კრიტიკა უწყების მისამართით, თუმცა, დაუნახავი უნდა იყო ადამიანი, რომ ამხელა ცვლილება არ დააფასო.

გარდა ამისა, მსმენია  ე.წ. კრიტიკოსების მოსაზრება, თითქოს საყოველთაო ჯანდაცვა მდიდარსა და ღარიბს თანაბარ სერვისებს არ უნდა სთავაზობდეს, რაც არ მიმაჩნია სწორად. როცა საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება, ვერ ეტყვი ადამიანს, შენ მდიდარი ხარ და  არ გიმკურნალებო. უბედური შემთხვევის დროს ყველანი ვერთიანდებით, არ მიმაჩნია სწორად რაიმე ნიშნით დაყოფა, როცა საქმე სიცოცხლეს ეხება,”- აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.

reportiori.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …