მთავარი » რეფორმები » ჯანდაცვის რეფორმამ ხელისუფლების მიმართ ნდობა აამაღლა
ჯანდაცვის რეფორმამ სამინისტროსა და ხელისუფლების მიმართ ნდობა აამაღლა,ერთ უწყებაში არსებული წინსვლა მოქმედებს ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხის გაზრდაზე.

ჯანდაცვის რეფორმამ ხელისუფლების მიმართ ნდობა აამაღლა

ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას იწყებს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად განხორციელდება. ჯანდაცვაში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა გამოეხმაურა.

მისი თქმით, მოსახლეობამ ხელისუფლების მხრიდან იგრძნო ცვლილებები პოზიტიური თვალსაზრისით და ერთ–ერთი სწორედ ჯანდაცვის სისტემაში გატარებული რეფორმები და მთელი რიგი ღონისძიებებია.

„პირველ რიგში, განცდა იმისა, რომ კრიტიკულ მომენტში დაუცველი აღმოჩნდება მოქალაქე, ეს შიში და დაძაბულობა მოხსნილია. ანუ შიში ავადმყოფობასთან დაკავშირებით აღარ არსებობს. პირადად მაქვს ყოველდღიური შეხება უამრავ ხალხთან და განსაკუთრებით მიწევს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობები და ისინი ყოველთვის აღნიშნავენ, რომ სწორედ ჯანდაცვაში გატარებული ცვლილებების წყალობით გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოჩენილან.

ერთი ტაქსის მძღოლი მიყვებოდა, რომ მის მშობელს დასჭირდა ფეხის სასწრაფო ამპუტაცია და ერთი თეთრიც კი არ დამიხარჯავსო. პირადი შემთხვევები ვრცელდება მთელ მოსახლეობაზე. ის შემთხვევა, რომ მას დახმარება აღმოეჩინა, დადებითი განცდა ვრცელდება და ნდობის ხარისხი მატულობს. უკმაყოფილება სადღაც ყოველთვის არსებობს.

კაცობრიობის ისტორიაში არ არსებობს ისეთი ხელისუფლება, რომლის მიმართაც ხალხი აბსოლუტურად კმაყოფილი იქნებოდა.ეს ასეც უნდა იყოს, ეს კანონზომიერი პროცესია. მაგრამ რა არის უკმაყოფილების საგანი, ეს არის მთავარი.

იმშობიარა ჩემმა შვილიშვილმა, დასჭირდა დაუგეგმავი საკეისრო კვეთა, პირადად ვნახე როგორ ორგანიზებულად იქცეოდნენ ექიმები და რაც მთავარია, გვქონდა იმედის განცდა და არა უმწეობისა“, – ამბობს ფსიქოლოგი.

„რის გამოსწორებასაც ვისურვებდი, არის ის რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით მაინც ხდება წამალდამოკიდებულებების მხრიდან ურეცეპტოდ მედიკამენტების მოპოვება. ძალიან მინდა, რომ ამ მხრივ უფრო მეტად იყოს ყურადღება გამახვილებული. რაც შეეხება მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას, არ შემიძლია არ აღვნიშნო, მიუხედავად ზოგადი სიძვირისა, ფარმაცევტულ კომპანიებში დაწესდა სპეციალური ფასდაკლების დღეები, დაწესდა შეღავათები.

ჯანდაცვის რეფორმამ როგორც ჯანდაცვის მინისტრის, ისე ხელისუფლების მიმართ საზოგადოების ნდობა აამაღლა. ერთ უწყებაში არსებული წინსვლა მოქმედებს ზოგადად ხელისუფლებისადმი ნდობის ხარისხის გაზრდაზე და საზოგადოებას ეტყობა“,- აღნიშნა ჩაჩუამ.

მისი თმით, “რაც შეეხება პირველადი რგოლის დაგეგმილ რეფორმას, კარგი იქნება თუ აქ გაითვალისწინებენ, პირველადი რგოლის ექიმების ხელფასებს. ვიცი, რომ პირველად რგოლში მათი ანაზღაურება საკმაოდ დაბალია. მედპერსონალს ამ მხრივ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს, რომ სოციალურად უზრუნველყოფილნი იყვნენ“.

ipress.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. სამი წლის განმავლობაში სამინისტრომ საკმაოდ ბევრი კარგი ნაბიჯი გადადგა.

ჯანდაცვის მინისტრმა უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა

ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ უწყების მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა. როგორც მინისტრმა განმარტა, დღეს სამი წლის …