მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა გაირღვა
პროგრამის

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა გაირღვა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის გამოყოფილი თანხების გადახარჯვის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აკეთებს განცხადებას.

მისი თქმით, აღნიშნულ პროგრამაზე 30 ივნისამდე 236 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო, დღევანდელი, 6 ივნისის მდგომარეობით კი 233 მლნ უკვე დახარჯულია.

„ანუ ჯანდაცვის სამინისტრომ 6 თვის დასახარჯი 5 თვეში გახარჯა. გაგახსენებთ: დავით სერგეენკომ ამ პროგრამის ბიუჯეტი ისე დაგეგმა, რომ თვეში 40 მლნ ლარზე მეტი არ უნდა დახარჯულიყო.

სინამდვილეში 46 მლნ ლარი იხარჯება. ეს კი ნიშნავს, რომ ივნისის ბოლოს პროგრამას დაახლოებით 40 მლნ-იანი გადახარჯვა ექნება, წლის ბოლოს კი საყოველთაო ჯანდაცვის პრგრამას მინიმუმ 80 მლნ ლარი უნდა დაამატონ სხვა წყაროებიდან.

სხვა წყაროები რამდენად არსებობს, ამის განსჯა თქვენთვის მომინდია“, – აცხადებს ჭიაბერაშვილი.

news.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …