მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის საკითხს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი გამოეხმაურა.
ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის საკითხს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი გამოეხმაურა.

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის საკითხს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი გამოეხმაურა.

„აღარ არის უიმედობის განცდა, რაც უდავოდ მისასალმებელია“.ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის საკითხს ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი გამოეხმაურა.

ჯანა ჯავახიშვილის აზრით, ჯანდაცვის პირველად რგოლში აუცილებლად უნდა დაეთმოს ყურადღება ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერებას და ექიმების გადამზადებას, ხოლო საყოველთაო ჯანდაცვა პაციენტების საჭიროებების მიხედვით უნდა ანაწილებდეს არსებულ რესურსებს.

“ვინც უკიდურესად ღარიბია და ვინც მდიდარია, ყველას ერთნაირად აქვს საყოველთაო ჯანდაცვის სერვისები. მიუხედავად იმისა, რომ ერთი მხრივ ძალიან კარგია ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემა, მეორე მხრივ, ამას უარყოფითი მხარეც აქვს.

ღარიბ ადამიანებს მედიკამენტების ყიდვა უჭირთ. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ რამენაირად უნდა შეძლოს ჯანდაცვის სამინისტრომ, დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის მეტი დაფინანსების გაღება მოხდეს საყოველთაო ჯანდაცვაზე. სამართლიანი იქნება, თუ ყველას საჭიროების მიხედვით ექნება დაზღვევის პაკეტი.

მაგალითად, არსებობს ასეთი დიაგნოზი – ფსიქოტრავმა, რომლის მკურნალობასაც საყოველთაო ჯანდაცვა არ გულისხმობს. მის სამკურნალოდ ღარიბ მოსახლეობას ხელი არ მიუწვდება, ხოლო მდიდრებისთვის განსაკუთრებულ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც შეეხება ოჯახის ექიმის ინსტიტუტს, ვფიქრობ ეს რგოლი უნდა გაძლიერდეს რეფორმის ფარგლებში.

შეიძლება ჩემი მაგალითი საყოველთაო მდგომარეობას არ ასახავდეს, მაგრამ ძალიან ხშირად უკმაყოფილო დავრჩენილვარ, როდესაც ოჯახის ექიმისთვის მიმიმართავს. მაგზავნიდნენ ანალიზის ასაღებად იქ, სადაც მე არ მსურდა, იკვეთებოდა ინტერესთა კონფლიქტი.

რა თქმა უნდა, უნდა აღინიშნოს საყოველთაო ჯანდაცვის დადებითი მხარეებიც– ვიდრე რეფორმა დაიწყებოდა, ბევრ ადამიანს მთელი რიგი ქირურგიული ოპერაციების გაკეთებისთვის ფინანსური საშუალება არ ჰქონდათ, ახლა კი ათასობით მათგანს მიეცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი.

ჯანდაცვის სამინისტროს ერთ–ერთ წარმატებულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. მიხარია, რომ საპატიმროებში არის დადებითი ცვლილებები დაავადების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის კუთხით. აღარ არის უიმედობის განცდა, რაც უდავოდ მისასალმებელია“, – განაცხადა ფსიქოლოგმა ჯანა ჯავახიშვილმა.

Pia.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …