მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხის გამო, მოგზაურებს მოუწოდებს, კვლავ ატარონ პირბადე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხის გამო, მოგზაურებს მოუწოდებს, კვლავ ატარონ პირბადე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურებს მოუწოდებს, კვლავ ატარონ პირბადე. ამის მიზეზი „კოვიდ-19“-ის ახალი ვარიანტის გავრცელების საფრთხეა.

როგორც „როიტერი“ წერს, ამ რეკომენდაციის მიღება „ომიკრონის” ქვეტიპის, XBB.1.5-ის აშშ-ში სწრაფად გავრცელების გამო გახდა საჭირო. ექსპერტების ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი მცირე რაოდენობით, მაგრამ სწრაფად ვრცელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა რეკომენდაციაა, რომ მგზავრებმა ხანგრძლივი ფრენების დროს ატარონ პირბადე. მათი თქმით, ეს რეკომენდაცია უნდა გაიცეს ყველა მგზავრისთვის, რომელიც იმ ქვეყნებში მოგზაურობს, სადაც „კოვიდ-19“ ფართოდ ვრცელდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ ქვეყნებმა უნდა შეისწავლონ მტკიცებულებები და ამის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება მგზავრებისთვის გაფრენამდე ტესტების ჩატარების შესახებ.

„როიტერის“ ცნობით, ამ კვირაში აშშ-ში აღრიცხული „კოვიდ-19“-ის შემთხვევების 27% -ზე მეტი „ომიკრონის“ ახალ ვარიანტს წარმოადგენდა.

ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 10 იანვარს გასცა პირბადის ტარებისა და ტესტირების რეკომენდაცია ევროპასა და ჩინეთს შორის შესრულებული ავიარეისების მგზავრებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ჩინეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობა მზარდია, რაც ბევრ ქვეყანაში შეშფოთების მიზეზი გახდა. ევროკავშირმა გასულ კვირას გასცა რეკომენდაცია, რომ ჩინეთიდან ჩასულ მგზავრებს ტესტირება ჩაუტარდეთ.                 1tv.ge

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …