მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე “ავერსის” კლინიკაში
პაციენტები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებით შეძლებენ სხვადასხვა სერვისის მიღებას. ავერსის კლინიკაში ახალი ბლოკის ამუშავება მაისიდან იგეგმება.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე “ავერსის” კლინიკაში

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უშუალოდ კლინიკებში აკვირდებიან.

მინისტრის მოადგილე და სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე „ავერსის“ კლინიკას სტუმრობდა და კლინიკის ხელმძღვანელებთან იმ სერვისებზე და სიახლეებზე ისაუბრა, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას უკავშირდება .

როგორც კლინიკის დამფუძნებელი პაატა კურტანიძე აცხადებს, ბოლო პერიოდში კლინიკაში მომართვიანობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და სამედიცინო დაწესებულებაში ყოველდღიურად საშუალოდ 600-700 პაციენტი იღებს როგორც ამბულატორიულ, ისე ჰოსპიტალურ მომსახურებას. ქირურგიისა და ჰოსპიტალური მომსახურების დიდი წილი სწორედ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოსარგებლეებზე მოდის. კლინიკამ ბოლო პერიოდში მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის უახლესი აპარატურაც შეიძინა.

ზაზა სოფრომაძემ და კლინიკის ხელმძღვანელობამ ახალი ბლოკის მშენებლობაც დაათვალიერეს. ახალ კორპუსში ჰიბრიდული საოპერაციო განთავსდება, რაც ქირურგებს საშუალებას მისცემს კიდევ უფრო ეფექტურად ჩაატარონ რთული ოპერაციები. პაციენტებს მსგავსი ოპერაციების გასაკეთებლად უცხოეთში წასვლა აღარ დასჭირდებათ და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაფინანსებით შეძლებენ სხვადასხვა სერვისის მიღებას. „ავერსის“ კლინიკაში ახალი ბლოკის ამუშავება მაისიდან იგეგმება.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …