მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » ჯანდაცვის მინისტრი თავისი საქმის პროფესიონალია
ჯანდაცვის მინისტრი და მისი გუნდი თავისი საქმის პროფესიონალები არიან, კარგად ესმით სფეროს პრობლემები და უწყებაში ცვლილებები სწორი გზით მიჰყავთ.

ჯანდაცვის მინისტრი თავისი საქმის პროფესიონალია

საყოველთაო ჯანდაცვისა და C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამების პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმირებას იწყებს.

რეფორმას ეხმაურებიან ამ რგოლში დასაქმებული მედიკოსები და მენეჯერები. კეერძოდ, ბავშვთა #6 პოლიკლინიკის დირექტორი მარინა სარჯველაძე საუბრობს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ პოლიკლინიკების მედპერსონალს ამოსუნთქვის საშუალება მისცა.

„თუ მანამდე ჩვენი კონტიგენტი სამი ათასამდე იყო, ახლა სამჯერ მეტი გვყავს. საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება თავისდროულად ხორციელდება და იმაზე ბევრად მეტი შემოსავალი აქვთ ექიმებსა და ექთნებს, ვიდრე ამ რეფორმამდე ჰქონდათ. ექიმები, რომლებიც გადაემზადდნენ, ხელზე 600–800 ლარს იღებენ, როცა მათი საშუალო შემოსავალი 200 ლარს არ აღემატებოდა.

საყოველთაო პროგრამა, ამთ შორის, ოჯახის ექიმებზეცაა გათვლილი და მათი მდგომარეობა, ვფიქრობ, ამჯერად არ არის ურიგო, თუმცა თუ ახალი რეფორმა ამას კიდევ უფრო გააუმჯობესებს, მივესალმებით“, – აცხადებს სარჯველაძე.

მისი აზრით, რეფორმის შედეგად, გარდა კონკრეტულად ამ სეგმენტის მდგომარეობის გაუმჯობესებისა, ქვეყნის მასშტაბით პირველად რგოლში გაზრდილი მიმართვიანობა, თავისთავად შეამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და მარალტექნოლოგიური ჩარევების გადაუდებელ აუცილებლობას. ეს კი თავის მხრივ, საყოველთაო პროგრამის ხარჯების დაზოგვას გამოიწვევს და სისტემის ხარჯეფექტურობის ზრდას სეუწყობს ხელს.

„ჩვენი პოლიკლინიკა ავლაბარში მდებარეობს. ამ რაიონში ძირითადად ხელმოკლე ოჯახები ცხოვრობენ და მათთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი შეღავათია, რომ ექიმთან ვიზიტში 30 %–ს, დაახლოებით 4 ლარს იხდიან.

რაც შეეხება ტექნიკურ რესურსებს, ვერ ვიტყვი, რომ მაქსიმალურად არის შენობა აღჭურვილი ამ ეტაპზე საჭირო აპარატურით, თუმცა არსებული დაფინანსება იძლევა საშუალებას, რომ დანაზოგი თანხები სწორედ ამ მიმართულებით წარვმართოთ, გავხადოთ შენობა ადაპტირებული შშმ პირებისთვის, მეტი რესურსი დავუთმოთ ჰიგიენას და ა.შ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი, ჩემი აზრით, ის გახლავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი და მისი გუნდი თავისი საქმის პროფესიონალები არიან, კარგად ესმით სფეროს პრობლემები და უწყებაში ცვლილებები სწორი გზით მიჰყავთ“,– აღნიშნა მარინა სარჯველაძემ.

info9.ge

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …