jandacva.ge გილოცავთ ახალ წელს!
2022 წლის მთავარი გამოწვევა მთელი მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოსთვის კოვიდ-პანდემია იქნება, თუმცა, სულ უფრო მეტი სპეციალისტი გამოთქვამს იმედს, რომ პანდემია სწორედ 2022-ში დასრულდება, თუმცა, მათივე შეფასებით, ყველაზე ადრე ვირუსის დამარცხებას და ათასობით ადამიანის გადარჩენას ის ქვეყნები შეძლებენ, სადაც ვაქცინაციის დონე მაღალია.
იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოსთვის, 2021 წლისგან განსხვავებით, 2022 წელი კოვიდ-ეპიდემიასთან ბრძოლაში წარმატებული იქნება და ქვეყანა შეძლებს ამ ურთულესი პროცესიდან მინიმალური ადამიანური დანაკარგებით გამოსვლას. ეს კი, პირველ რიგში, ვაქცინაციასა და რეგულაციების დაცვაზე, მათ შორის პირბადის აქტიურ ტარებაზე პირდაპირაა დამოკიდებული.
2022 წელს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და წარმატებას!