ოფიციალური მონაცემები და კვლევების შედეგები იმის შესახებ, რომ „ფაიზერის“ ან სხვა ვაქცინები იწვევს ჰიპერტენზიას ან წნევის ნიშნულს მაღლა სწევს, არ არსებობს.
ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს. მისი თქმით,მას სმენია არაერთი ადამიანისგან, რომ აცრის შემდეგ მაღალი წნევები გაუხშირდა. ასეთ მოქალაქეებს ინფექციონისტი ურჩევს, თუკი უკვე დანიშნული მედიკამენტებით წნევას ვერ აკონტროლებენ, საკუთარ ექიმთან კონსულტაცია გაიარონ და თუ საჭირო იქნება, დაკორექტირდეს მედიკამენტი. ბუწაშვილი მოუწოდებს მოქალაქეებს, არ ელოდონ, როგორ განვითარდება მოვლენები.
ამასთან, მისი თქმით, მიზეზშედეგობრივი კავშირი აცრასა და წნევის მატებას შორის არაა, თუმცა ფაქტია ისიც, რომ ვაქცინა ბოლომდე შესწავლილი არაა.