გასულ 24 საათში ქვეყანაში კოვიდ 19-ის 1 053 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ჩატარებული ტესტების (21 614) 4,87%-ია.
ბოლო 24 საათში 7 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. დღიურად 1 661 ადამიანი აიცრა. სტაციონარებში 766 ინფიცირებული მკურნალობს.
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ კონტროლი პანდემიაზე, ინფიცირებაზე და მოვახერხოთ ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მცირე მაჩვენებლის შენარჩუნება.
ამასთან, მისივე განმარტებით, ეს მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული და დიდი მნიშვნელობა აქვს, გამოჩნდება თუ არა ახალი მუტაცია. ივანე ჩხაიძის თქმით, ბოლო 2 დღის მონაცემი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს, რომ გავედით სტაბილურ მაჩვენებელზე, რომელიც შეიძლება მომდევნო კვირებშიც შენარჩუნდეს.