მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ივანე ჩხაიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოში 2022 წლის ზაფხული ბოლო პანდემიური ზაფხული იქნება

ივანე ჩხაიძე: იმედი გვაქვს, რომ საქართველოში 2022 წლის ზაფხული ბოლო პანდემიური ზაფხული იქნება

ველოდებით, რომ 2022 წლის, სავარაუდოდ, მეორე ნახევარში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია პანდემიის დასრულებას გამოაცხადებს. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

თუმცა, მისივე თქმით, ჯანმო ასევე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის მაღალი რისკი ჯერ კიდევ არსებობს.

„დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოში, და არამარტო საქართველოში, 2022 წლის ზაფხული ბოლო პანდემიური ზაფხული იქნება. ჯერჯერობით, პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა: როდის და რა პირობებში დასრულდება პანდემია. ჯანმო აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის მაღალი რისკი ჯერ კიდევ არსებობს. ჯანმო მიიჩნევს, რომ ჯერ ბევრია ისეთი ქვეყანა, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, მოსახლეობა მრავალრიცხოვანია, შესაბამისად, ახალი მუტაციის განვითარების ალბათობა მაღალი რჩება. ჯანმო აკვირდება ახალ მუტაციებს, მათ შორის, „ომიკრონის“ ახალ მუტაციებს, მიიჩნევს, რომ ახლა, აპრილში ან მაისში პანდემიის დასასრულზე საუბარი ნაადრევია,“ – აღნიშნავს ჩხაიძე.

გარდა ამისა, ჩხაიძის თქმით, საქართველოში ზაფხულში მობილობის გაზრდის ფონზე, შემთხვევების მატებას მოსალოდნელი.

„არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ ზაფხულში ინფიცირების შემთხვევების მეტ რიცხვს მივიღებთ. შესაძლებლობა, რომ ამ რიცხვს ჰქონდეს აფეთქების, ან ტალღის ხასიათი, მხოლოდ ერთ დაშვებას ეყრდნობა – ხომ არ იქნება ამის უკან კორონავირუსის ახალი მუტაცია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …