მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » 17 ათასზე მეტი ინფიცირებული და დადებითობის 24%-იანი ნიშნული – უახლესი ეპიდსტატისტიკა

17 ათასზე მეტი ინფიცირებული და დადებითობის 24%-იანი ნიშნული – უახლესი ეპიდსტატისტიკა

ქვეყანაში კოვიდ-19-ის დადასტურებული, დღიური შემთხვევების რაოდენობა არ იკლებს. გასულ დღე-ღამეში ვირუსი 17 484 ადამიანს დაუდასტურდა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა მორიგი რეკორდი დაამყარა და 23,87% შეადგინა, ბოლო 14 დღის ჭრილში – 16,51%, ბოლო 7 დღეში კი – 20,58%.

ბოლო 24 საათში 27 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში 73 250 ტესტი ჩატარდა.

დღიურად 8 630 ადამიანი აიცრა. სტაციონარში მოთავსებული ადამიანების რაოდენობა მცირედით გაიზარდა და  4 714 შეადგინა.

კოვიდსასტუმროებში 2 ათასზე მეტი ინფიცირებული იმყოფება.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …