საქართველოში, პირველად ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, პირბადეების ტარების მაჩვენებელი მცირედით, თუმცა მაინც გაიზარდა და გასული კვირის 43%-დან 48%-მდე მოიმატა.
ინფორმაციას ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირებში, მათ შორის ღია სივრცეებში პირბადის სავალდებულო ტარების დაწესების პერიოდში, პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში საგანგაშოდ შემცირდა და მინიმალურ ნიშნულს, 41%-საც მიაღიწია, რასაც ეპიდემიოლოგები, სხვა ფაქტორებთან ერთად, მაღალ ტემპერატურასაც უკავშირებდნენ, რა დროსაც პირბადის ტარება დისკომფორტთანაა დაკავშირებული.
სპეციალისტების განცხადებით, პირბადის სწორად ტარება მკვეთრად ზრდის ვირუსისგან ადამიანის დაცვის ხარისხს.