მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს ახარა, რომ კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია

ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს ახარა, რომ კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია

ჩვენს მოქალაქეებს მინდა, ვახარო, რომ კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ „მწვანე პასპორტის“ გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯი  იყო.

„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ შეიძლება ითქვას, კოვიდი პრაქტიკულად დამარცხებულია. დღეს ასეა ყოველ შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია გვაქვს. დღეს ვირუსის 107 ახალი შემთხვევა იყო. მინდა, გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც ორი თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. მაშინ ვთქვი, რომ მას შემდეგ, რაც „ომიკრონმა“ ჩაანაცვლა სხვა შტამები, ჩვენ გავაუქმეთ მწვანე პასპორტები, რადგან აზრს კარგავდა „მწვანე ბარათი“. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტისგან მივიღეთ კრიტიკა, ეს როგორ გააკეთეს და ასე შემდეგ. ვნახეთ, სულ რაღაც ორ თვეში პროცესი იმართა, სწორად იმართა მინისტრის, მთავრობის, საბჭოს მიერ და ყველაფერი არის სტაბილურად, დასტაბილურდა სიტუაცია. დღეს 107 შემთხვევა იყო და პრაქტიკულად ნიშნავს, რომ პრობლემა, კრიზისი გადალახულია. მოგეხსენებათ, მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, ნიღბის ტარება საჯარო, გარე სივრცეებში. ამიტომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი თავისუფლება ექნებათ ამ მიმართულებით. სტრესი და წნეხი მოიხსნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა  დაფიქსირდა.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …