კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზარდა – გასულ 24 საათში ინფექცია 2 661 ადამიანს დაუდასტურდა – გუშინ ეს მაჩვენებელი 2228 იყო. ისევ გაიზარდა დადებითობის მაჩვენებელი და შეადგინა: დღიური – 7,22% (გუშინ იყო 7%) ბოლო 14 დღის – 5,7% (გუშინ იყო 5,63%), ბოლო 7 დღის – 6,16% (გუშინ იყო 5,61%).
ბოლო 24 საათში ინფექციას 30 პაციენტი ემსხვერპლა.
ისევ დაბალია აცრილთა რაოდენობა – გუშინ 8 331 ადამიანი აიცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4 201 ინფიცირებული იმყოფება.