ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ისევ 4 ათასს ზემოთაა. ბოლო 24 საათში ინფექცია 4 337 ადამიანს დაუდასტიურდა.
დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 8,12%, ბოლო 14 დღის – 8,91%, ბოლო 7 დღის – 8,8%.
გარდაიცვალა 42 ადამიანი.
დღიურად აცრილია 4 878 ადამიანი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6 228 ინფიცირებული იმყოფება.
სპეციალისტების მოწოდების მიუხედავად, არ იმატებს პირბადეების ტარების მაჩვენებელი და ის ისევ 47%-ზეა.