ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის 2 039 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც ჩატარებული ტესტების 6,47%-ია. ბოლო 14 დღეში დადებითობის მაჩვენებელი 7,31%-ია, ბოლო 7 დღეში – 7,2%.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 56 პაციენტი.
დღიურად აცრილთა რაოდენობა 19 148-ია.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5 626 ადამიანი იმყოფება. კლინიკურ სასტუმროებში – 1 276. კლინიკურ სექტორში 3 ათასამდე თავისუფალი საწოლია.
რაც შეეხება კრიტიკულ პაციენტებს, მათი რაოდენობა 352-ია.