ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ 19-ის 4 212 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც გუშინდელთან შედარებით შემცირებული მაჩვენებელია.
გარდაიცვალა 38 პაციენტი.
მცირედით შემცირდა დადებითობის მაჩვენებელი და შეადგინა: დღიური – 8%, ბოლო 14 დღის – 7,21%, ბოლო 7 დღის – 8,57%.
ამასთან, გაუარესდა ვაქცინაციის მაჩვენებელი – ერთ დღეში 6 110 ადამიანი აიცრა.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 894 ადამიანი იმყოფება.