ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურების დღიური შემთხვევები იკლებს, თუმცა გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალია.
გასულ დღე-ღამეში საქართველოში ვირუსი 15 315 ადამიანს დაუდასტურდა, რაც წინა ოთხშაბათთან შედარებით 10 ათასით ნაკლები მაჩვენებელია.
ბოლო 24 საათში 55 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 50 058 ტესტი ჩატარდა.
შემცირდა დადებითობის მაჩვენებელი და შეადგინა: დღიური – 30,59%, ბოლო 14 დღის – 32,02%, ბოლო 7 დღის – 31,51%.
დღიურად 3 560 ადამიანი აიცრა.
კლინიკებში 5 974 პაციენტი მკურნალობს.