გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდ 19-ით დაინფიცირების 4774 შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 10% შეადგინა. ბოლო 14 დღეში ეს მონაცემი 6,58%-ია, ბოლო 7 დღეში კი – 7,98%.
გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელიც – ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა.
მძიმეეპიდვითარების ფონზე, ისევ მცირეა აცრების რაოდენობა – ერთ დღეში ვაქცინა 6 817-მა ადამიანმა გაიკეთა.