რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანის საზოგადოებაში დაბრუნება 5-დღიანი იზოლაციის შემდეგ? ამასთან საკავშირებით, საზოგადოებაში არაერთი შეკითხვა ისმის. ღოგორც ცნობილია, ქვეყანაში იზოლაციია და კარანტინის ვადები შემცირდა.
კერძოდ, სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის (სამედიცინო დაწესებულებები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები; შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; საქართველოს პროკურატურის სისტემა; ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური) ჩOVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი მიმდინარეობისას, პერსონალის დეფიციტის შემთხვევაში, დამსაქმებლის მითითების გათვალისწინებით, იზოლაცია სრულდება ინფიცირების დადასტურებიდან მე-6 დღეს. იზოლაციის დასრულებისთვის აუცილებელია სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღის განმავლობაში მკაცრად რეკომენდებულია ნიღბის გამოყენება.
ყველა სხვა ასიმპტომური ან მსუბუქი პაციენტებისთვის იზოლაცია სრულდება ჩოვიდ-19-ის დადასტურებიდან 7 კალენდარული დღის შემდეგ. ამ შემთხვევაში, არ არის საჭირო ტესტის უარყოფითი პასუხი. ამასთან მსუბუქი სიმპტომების ალაგებიდან გასული უნდა იყოს სულ მცირე 24 საათი. იზოლაციის დასრულებიდან 5 დღე ნიღბის ტარება კვლავ მკაცრად რეკომენდირებულია.
საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის იზოლაციის ვადა რჩება უცვლელი და განისაზღვრება დამადასტურებელი სინჯის აღებიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღით.
სახეზე უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესებული დინამიკა ბოლო 24 საათის განმავლობაში. იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად რეკომენდირებულია ნიღბის გამოყენება.
იზოლაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილებას, პაციენტის ჯანმთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იღებს მისი ექიმი.
ვირუსი ყველაზე გადამდებია სიმპტომების დაწყებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში, თუმცა შესაძლებელია გადაცემა სიმპტომების გამოვლენამდე ორ დღით ადრე (პრე-სიმპტომური გადაცემა) და დაავადების შემდგომ ეტაპებზეც.
დაა ვადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ერთერთი ბოლო გაიდლაინის თანახმად, რომელიც პედიატრიული პაციენტების მართვას ეხება, კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის ინფექციური პერიოდი, იაპონიაში ჩატარებულ კვლევაში, ხასიათდებოდა ვირუსის რნმ-ის მაქსიმალური გამოყოფით სიმპტომების გამოვლენიდან მე-3-6 დღეს, ხოლო მე-10 დღეს რესპირაციულ ნაცხებში ვირუსი უკვე აღარ აღინიშნებოდა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ გაურკვეველია რამდენ ხანს გრძელდება ვირუსის გადამდებლობის პერიოდი.
“როდის შეიძლება შეწყდეს ბინაზე იზოლაცია? თვითიზოლაციის ოპტიმალური ხანგრძლივობა გაურკვეველია, ასევე გაურკვეველია რამდენ ხანს გრძელდება ვირუსის გადამდებლობის პერიოდი. ვირუსის გამოყოფის ხანგრძლივობა ცვალებადია; როგორც ჩანს, არსებობს ფართო სპექტრი, რომელიც შეიძლება დამოკიდებული იყოს დაავადების სიმძიმეზე, ფონურ მდგომარეობებზე და მკურნალობაზე,” – ნათქვამია გაიდლანში და მოყვანილია ჩDჩ-ს მიერ გამოცემული განახლებული რეკომენდაციები სიმპტომიანი, უსიმპტომო და იმუნოკომპრომეტირებული პაციენტებისთვის სახლში იზოლაციის შეწყვეტის შესახებ 2022 წლის 4 იანვარს, რომლის მიხედვითაც:
• თქვენ შეგიძლიათ დაასრულოთ იზოლაცია 5 სრული დღის შემდეგ, თუ სიცხე არ გაქვთ 24 საათის განმავლობაში სიცხის დამწევი მედიკამენტების გამოყენების გარეშე და სხვა სიმპტომებიც გაუმჯობესდა (გემოსა და ყნოსვის დაკარგვა შეიძლება გაგრძელდეს გამოჯანმრთელების შემდეგ კვირების ან თვეების განმავლობაში და ამის გამო არ არის საჭირო იზოლაციის დასასრულის გადადება).
• თქვენ უნდა გააგრძელოთ ნიღბის ტარება, რომელიც მჭიდროდ იქნება მორგებული სახეზე, სხვა პირებთან კომუნიკაციისას სახლში და საზოგადოებაში 5-დღიანი იზოლაციის პერიოდის დასრულების შემდეგაც, დამატებითი 5 დღის განმავლობაში (მე-6 დღიდან მე-10 დღემდე). თუ თქვენ არ შეგიძლიათ ნიღბის ტარება სხვებთან ერთად, უნდა გააგრძელოთ იზოლაცია სრული 10 დღის განმავლობაში.
• თუ თქვენ კვლავ გიგრძელდებათ ცხელება ან თქვენი სხვა სიმპტომები არ გაუმჯობესდა იზოლაციის დასრულებიდან 5 დღის შემდეგ, უნდა დაელოდოთ იზოლაციის დასრულებას მანამ, სანამ არ გექნებათ უსიცხო პერიოდი 24 საათის განმავლობაში სიცხის დამწევი მედიკამენტების გამოყენების გარეშე და თქვენი სხვა სიმპტომები გაუმჯობესდება. ასევე, განაგრძეთ სახეზე მჭიდროდ მორგებული ნიღბის ტარება.
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი იზოლაციის ვადების შემცირებას ეთანხმება, ამასთან მიიჩნევს, რომ იზოლაციის ვადის ათვლა არა დადასტურებიდან, არამედ სიმპტომების პირველი დღიდან უნდა დაიწყოს.
‘როდესაც ჩვენთან ეუბნებიან, რომ დადასტურების თარიღიდან იწყება ათვლა, არ არის სწორი, რადგან ადამიანმა შეიძლება ტესტირება გვიან ჩაიტაროს (მაგალითად, სიმპტომების დაწყებიდან მე-5 დღეს), ასეთ შემთხვევაში ეს ადამიანი კიდევ დამატებით 8 დღე უნდა გამოვკეტოთ, რაც ჯამში 13 დღე გამოვა. ხშირად სიმპტომების დაწყებისას ტესტი უარყოფითია და მოგვიანებით, რამდენიმე დღეში ხდება დადებითი. ასეთი ხალხი სრულიად გაუმართლებლად გვყავს იზოლაციაში დამატებითი დღეების განმავლობაში. ისედაც კადრების კატასტროფული დეფიციტია ყველგან, რადგან უამრავი ადამიანია ინფიცირებული. ჩვენი კი დამატებით, სრულიად არასაჭიროდ გვყავს ხალხი გამოკეტილი. ამის საწინააღმდეგო არგუმენტად ასახელებენ იმას, რომ შეიძლება ინფიცირებულმა არასწორად დაასახელოს სიმპტომების დაწყების დღე. კი ბატონო, ეს არგუმენტია, მაგრამ ამ ლოგიკით, ინფიცირებულმა შეიძლება საერთოდ არ ჩაიტაროს ტესტირება და სრულიად თავისუფალი იყოს იზოლაციიდან, ვერავინ ვერაფერს გაიგებს. ამიტომ ჩვენ მაინც ინდივიდების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვეყრდნობით და ვენდობით, რადგან სხვა ბერკეტი არ არსებობს. ამიტომ უნდა დავუჯეროთ სიმპტომების დაწყების დასახელებულ დღესაც და ათვლა აქედან დავიწყოთ,” – აცხადებს ბუწაშვილი.
მისივე თქმით, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრი სიმპტომურ პაციენტებში იზოლაციის ვადების ათვლას იწყებს სიმპტომების დაწყებიდან და არა დადასტურების თარიღიდან: „If you have mild symptoms, day 0 of isolation is the day of symptom onset, regardless of when you tested positive“ (ანუ იმის მიუხედავად, როდის იყო ადამიანი ტესტირებით დადებითი, ნულოვან დღედ ითვლება სიმპტომების დაწყების დღე).