მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » იმუნიზაციის მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოს 137 ქვეყანას შორის 118-ე ადგილზეა

იმუნიზაციის მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოს 137 ქვეყანას შორის 118-ე ადგილზეა

საქართველოში ამ ეტაპზე 40095 ადამიანია აცრილი, რაც მოსახლეობის 1,1 პროცენტია.

ასეთი შედეგის მიღწევა ქვეყანამ ვაქცინაციის დაწყებიდან დაახლოებით თვენახევარში შეძლო, რაც იმუნიზაციის დაბალ ტემპებზე მიუთითებს. ქვეყანაში დღეში საშუალოდ 1500 პირი იცრება.

რაც შეეხება მსოფლიო სტატისტიკას, აცრების მიხედვით ლიდერი სეიშელის კუნძულებია. მანამდე აღნიშნული მაჩვენებლით პირველ ადგილზე ისრაელი იყო. დღევანდელი მონაცემებით სეიშელის კუნძულებზე და ისრაელშიც ვაქცინის ორმაგი დოზა მოსახლების 56%-ს აქვს მიღებული, ერთჯერადი დოზა კი სეიშელის კუნძულებზე მოსახლეობის 68%-ს, ხოლო ისრაელში 60%-ს აქვს გაკეთებული.

მსოფლიოს 137 ქვეყანას შორის, სადაც ვაქცინაცია დაიწყეს, 100 მოსახლეზე ადმინისტრირებული დოზების მაჩვენებლით საქართველო 118-ე ადგილზეა 1-ნიშნულიანი მაჩვენებლით. ინფორმაცია „ნიუ იორქ თაიმსის“ ვებგვერდზეა განთავსებული.

საქართველოზე უარესი მაჩვენებელი აქვს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა გვატემალა, გამბია, ვიეტნამი და სხვ.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …