დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსის საწინააღმედეგო ვაქცინის ბუსტერ დოზით აიცრა. მისი თქმით, ის სინოფარმის ვაქცინის ორი დოზითაა აცრილი, ახლა კი ფაიზერის ვაქცინა გაიკეთა, რადგან ხალხი დაარწმუნოს, რომ მას ვადა გასული არ აქვს.
“მე გაკეთებული მაქვს სინოფარმი მაისში, ორჯერ და ახლა იცით, რომ გუშინწინ ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომ ბუსტერი შეიძლება 6 თვეზე ნებისმიერი ვაქცინით. მაგრამ ადამიანები ვინც არიან 60 წელზე ზემოთ, მათ შეუძლიათ ვინც აცრილი არიან სინოფარმი, სინოვაკით, 3-დან 6 თვემდე, ამიტომ, ამ რეგულაციას მე ვიცავ. მე უკვე გამივიდა 5-ნახევარი თვე მეორე აცრიდან და დღეს მოვედი ასაცრელად, ოღონდ გავიკეთე დღეს ფაიზერი. ამიტომ, სპეციალურად გავიკეთე ფაიზერი დღეს, რომ ხალხი დავარწმუნო, მოგეხსენებათ, ბევრი მოარული ჭორი არის სოციალურ მედიაში, რომ ქვეყანაში არსებულ ფაიზერს გაუვიდა ვადა”, — განაცხადა გამყრელიძემ.