მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ დაწესებულება ინფექციების კონტროლის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ დაწესებულება ინფექციების კონტროლის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს

იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აღიარებს, რომ კლინიკაში ინფექციების კონტროლი სათანადოდ ვერ ხდება.

როგორც მან ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, საავადმყოფო დღეიდან სტაციონარულ პაციენტებს აღარ იღებს, რაც მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებს და სამედიცინო სერვისების ხარისხს უკავშირდება.

„ეს დაკავშირებულია პირველ რიგში კლინიკაში მიმდინარე მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებთან, რეგულირების სააგენტოს დასკვნით და ჩვენი რეალური მდგომარეობის გათვალისწინებით იაშვილის კლინიკის რამდენიმე დეპარტამენტი რეალურად ვერ აკმაყოფილებს იმ თანამედროვე მოთხოვნებს, რაც სჭირდება სამედიცინო სერვისის განხორციელებას ქვეყანაში. სარემონტო სამუშაოების და ინფრასტრუქტურული პრობლემების უკან რეალურად დგას ინფექციის კონტროლი. რა თქმა უნდა, ინფექციების კონტროლია ჩვენთვის მთავარი საკითხი. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ კუთხით არის მიღებული,“ – ასე განმარტა ჩხაიძემ კლინიკაში სტაციონარული პაციენტების მიღების დროებით შეჩერების მიზეზები.

იმის შესახებ, რომ პაციენტების გარკვეული კატეგორიის მიღება დროებით აჩერებდა, კლინიკაში გუშინ განაცხადეს. მათი თქმით, მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაოებია, რომლებიც უკვე დაწყებულია და დასკვნით ეტაპზეა გადასული.

იაშ­ვი­ლის სახელობის საავადმყოფოში ­არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდება. ერთერთი ასეთი ფაქტი მიმდინარე წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც კლინიკაში 3 წლის გოგონა გარდაიცვალა. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის მამა, გუ­რამ ხვე­დე­ლი­ძე აცხადებდა, ბავშვი რამ­დე­ნი­მე თვის წინ სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში ჰყავ­დათ წაყ­ვა­ნი­ლი. უცხო­ელ­მა ექი­მებ­მა ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვის რე­კო­მენ­და­ცია არ გას­ცეს, რად­გან ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გის დად­გო­მის მა­ღა­ლი რის­კი იკ­ვე­თე­ბო­და. გუ­რამ ხვე­დე­ლი­ძის თქმით, თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში ყოფ­ნის დროს მას იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექი­მი და­უ­კავ­შირ­და და და­არ­წმუ­ნა, რომ ისი­ნი შეძ­ლებ­დნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ოპე­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ტა­რე­ბას, რის შდე­გა­დაც ბავ­შვი ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს და­უბ­რუნ­დე­ბო­და.

მამის თქმით, ოპე­რა­ცია გა­კეთ­და, რის შემ­დე­გაც ბავშვი ჩა­იყ­ვა­ნეს მო­უ­წეს­რი­გე­ბელ პა­ლა­ტა­ში და იქ გა­ნუ­ვი­თარ­და სეფ­სი­სი. სეფ­სი­სის მკუ­რან­ლო­ბა კი დაგ­ვი­ან­და, რამაც, მამის განცხადებით, ბავ­შვის  დაღუპვა გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ იაშვილის კლინიკას „ევექსი ჰოსპიტლები“ მართავს.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …