კომპანია Apple-ი რამდენიმე წელია, Apple Watch-ში სისხლში შაქრის განსაზღვრის ფუნქციის დამატებაზე მუშაობს, თუმცა ამ დრომდე ამ გეგმის განხორციელება ვერ შეძლო. Huawei-ში კი გადაწყვიტეს, არ დალოდებოდნენ კონკურენტს და საკუთარი წარმოების, ფლაგმანურ „ჭკვიან საათში“ Watch 4-ში შაქრის დონის გაზომვის არაინვაზიური მონიტორინგი წარმოადგინეს.
გაჯეტი არ იქნება სერტიფიცირებული, როგორც სამედიცინო მოწყობილობა, ამიტომ მწარმოებელი მონაცემების სიზუსტის გარანტიას ვერ იძლევა, თუმცა მომხმარებლებს პირდება, რომ Huawei Watch 4 განსაზღვრავს შაქრიანი დიაბეტის განვითარების სავარაუდო რისკს 10 სხვადასხვა მაჩვენებლით. ეს კი მომხმარებელს საშუალებას მისცემს, დროულად მიმართოს ექიმს.
პირველ ეტაპზე ტექნოლოგია მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიაზე იმუშავებს, თანაც ის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც კვლევით პროგრამაში ჩაერთვნენ. ამის მიუხედავად, ექსპერტების შეფასებით, ესაა მნიშვნელოვანი ნაბიჯი მსგავსი მოწყობილობების შესაძლებლობების გასაფართოვებლად.
გარდა შაქრის მაჩვენებლებისა, Huawei Watch 4-ის სერიის სმარტ-საათები ასევე აღრიცხავენ სპორტული აქტივობების 100-ზე მეტ სახეობას, სისხლში ჟანგბადის დონეს, პულსს, ტემპერატურას და სხვა პარამენტრებს.
გაჯეტის ღირებულება 384 დოლარს შეადგენს.