საქართელოში ეპიდსიტუაცია უმჯობესდება – გასულ დღე-ღამეში Covid 19 388 ადამიანს დაუდასტურდა, რაც გაკეთებული ტესტების 4,04%-ს შეადგენს. ბოლო 14 დღის მონაკვეთში დადებითობის მაჩვენებელი 3,99%-ია, ბოლო 7 დღეში – 4,19%.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 17 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
რაც შეეხება იმუნიზაციის ტემპებს, ქვეყანაში ამ დროისთვის აცრილია 113000 პირი, გუშინ აიცრა 798 ადამიანი.
შემცირდა ზეწოლა ჰოსპიტალურ სექტორზე – ამ ეტაპზე კლინიკებში 4161 ინფიცირებული მკურნალობს.
კლინიკურ სასტუმროში 667 ადამიანი იმყოფება.