ყოველდღიურად კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი არ იკლებს – გუშინდელის მსგავსად, ინფექციას გასულ 24 საათშიც 38 პაციენტი ემსხვერპლა.
ამასთან, ინფიცირების სტატისტიკა მცირედით შემცირდა და 3670 შეადგინა. დადებითობის მაჩვენებელი ასეთია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო 7 დღის – 8,67%.
გუშინ აცრების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა – იმუნიზაცია 20845-მა ათასმა ადამიანმა ჩაიტარა. შედეგად, ქვეყანაში სულ აცრილია 564691 ადამიანი, დღიურად კი აცრილია 20845 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6219 ინფიცირებული მკურნალობს. კლინიკურ სასტუმროებში კი 2443.