22 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე, გრიპის ვაქცინის გაკეთება შეუძლია 6 თვის ასაკიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, ოთხ კომპონენტიანი SANOFI PASTEUR-ის გრიპის ვაქცინის გასაკეთებლად მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ადგილობრივ პოლიკლინიკებს. ვაქცინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასოა.
“სეზონური გრიპის მართვა ადამიანებმა 1940-ანი წლებიდან ვაქცინის წყალობით შევძელით. ამის გამო შესაძლოა გრიპის ვირუსი სერიოზულ საფრთხედ არ აღვიქვათ, თუმცა ამ ზამთარს მისგან თავის დაცვა ორმაგად მნიშვნელოვანია. აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის და გრიპის ვაქცინის ერთდროული ადმინისტრირება სრულიად უსაფრთხოა,” – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებაში.