მთავარი » ჯანდაცვა » საყოველთაო ჯანდაცვა » გიორგი ხეჩინაშვილი – ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას უნდა დაემატოს მედიკამენტების ანაზღაურების კომპონენტი
გიორგი ხეჩინაშვილი ჯანდაცვის სექტორის პრობლემად საყოველთაო ჯანდაცვაში ამბულატორიულ სექტორში მედიკამენტის ანაზღაურების კომპონენტის არარსებობს მიიჩნევს.

გიორგი ხეჩინაშვილი – ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას უნდა დაემატოს მედიკამენტების ანაზღაურების კომპონენტი

ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციისა და jandacva.ge-ის გამოკითხვას გლობალური ალიანსის და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი ინიციატივის შესახებ ,,რა გაწუხებთ“? , პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიორგი ხეჩინაშვილი შეუერთდა.

კითხვაზე, როგორც მოქალაქეს რა გაწუხებთ ჯანდაცვის კუთხით, ხეჩინაშვილი საყოველთაო ჯანდაცვაში ამბულატორიულ სექტორში მედიკამენტის ანაზღაურების კომპონენტის არარსებობს მიიჩნევს. თუმცა, როგორც კომიტეტის წევრი აანონსებს, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას წამლების ანაზღაურება უახლოეს მომავალში დაემატება.

ხეჩინაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს და გლობალური ალიანსის ინიციატივის ,,რა გაწუხებთ“ შესახებ ამბობს, რომ კამპანია ჯანდაცვის სამინისტროს მოსახლოების რეალური პრობლემების გაგებაში დაეხმარება. 

გლობალური ალიანსისა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური კამპანია 22 იანვრიდან დაიწყო. პროექტი ითვალისწინებს მოსახლეობის გამოკითხვას ჯანდაცვის საჭიროებებთან დაკავშირებით. სოციალური კამპანიის მიზანია ზუსტად განისაზღვროს მოსახლეობის სურვილები და მოლოდინები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო დაგეგმილი და მიმდინარე პროგრამების განხირციელების დროს გაითვალისწინებს.

იხილეთ ასევე

10 წლის განმავლობაში იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი გაათმაგდა

„ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს 23 მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას, რომელთა საშუალებით, 2022 წელს, 600 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის, …