საქართველოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ჯანდაცვის სერვისებით საგრებლობის საკითხზე „ექსპო ჯორჯიაში“ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია იმართება. პრეზენტაციაზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კვლევის შედეგებით დასტურდება, რომ საქართველოს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
„ციფრები და გაკეთებული საქმეები მიუთითებენ ჩვენს წარმატებაზე, ერთ წელიწადში 20 %-თ შემცირდა მოქალაქეთა პირადი დანახარჯები სამედიცინო მომსახურებაზე.
2010 წელთან შედარებით 2014 წელს ავადმყოფობის გამო მოსახლეობა სულ უფრო ხშირად აკითხავდა სამედიცინო დაწერსებულებას, შემცირებულია თვითმკურნალობის მაჩვენებელი, განახევრდა იმ ადამიანების რაოდენობაც, რომლებიც უარს ამბობენ სამედიცინო მომსახურებაზე თანხის უქონლობის გამო, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო.
სახელმწიფოს ვალდებულება საკუტარ მოქალაქეებზე ზრუნვაა და ჩვენ მოხარულნი ვართ რომ ეს მოვახერხეთ. ეს არის ჩვენი მათვრობსი 24 საათიანი მუშაოების შედეგი. ჩვენ შევძელით და დღეს ხალხს აქვს იმედი, რომ სახელმწიფო მათ გვერდში უდგას და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ჩვენ ბოლომდე გავყვებით ამ არჩეულ კურსს“,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.