ორსულები, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული 8 ვიზიტის ფარგლებში, პისიარ-ტესტის გაკეთებას შეძლებენ, რომელსაც ასევე სახელმწიფო დააფინანსებს. აღნიშნულს მთავრობის 2021 წლის 30 სექტემბრის განკარგულება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში 1 ოქტომბრიდან შევიდა.
გარდა ამისა, განისაზღვრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწსებულებებში მომუშავე პერსონალის ტესტირების წესი, რომლის თანახმად, ერთხელ ვაქცინირებულ ან არავაქცინირებულ ადამიანებს ანტიგენის სწრაფი ტესტი 7 დღეში ერთხელ ჩაუტარდებათ. ამასთან, შესაძლებელია, ტესტი მათ სკოლის ექიმმა ან ამ მიზნით სპეციალურად გადამზადებულმა სხვა პერსონალმა ჩაუტაროს. ორი დოზით ვაქცინირებულ პერსონალს კი ტესტირება ყოველ 14 დღეში, პსრ-მეთოდით ჩაუტარდება.
გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს განათლების სამინისტროს შუამდგომლობა ტესტირების განხორციელების შეუძლებლობის შესახებ ან დაწესებულებაში მომუშავე პირები დისტანციურად მუშაობენ.