მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდით არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდით არცერთი პაციენტი არ გარდაცვლილა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კოვიდინფექციით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ეპიდსიტუაციის დასტაბილურების პერიოდში, ეს ლეტალობის ნულოვანი დღიური მაჩვენებლის უკვე მეორე შემთხვევაა. 7 აპრილს, 2020 წლის 27 სექტემბრის შემდეგ პირველად, საქართველოში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 24 საათში ინფიცირების 232 შემთხვევა გამოვლინდა, რაც ჩატარებული ტესტების  1,14%-ია. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337 ადამიანი მკურნალობს.

ამასთან, ისევ დაბალია აცრების მაჩვენებელი – გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდვაქცინაცია მხოლოდ 751-მა ადამიანმა ჩაიტარა.

 

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …