მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა

გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა მაჩვენებელი ისევ გაიზარდა – ბოლო 24 საათში ინფექციის გართულების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა.

ამავე პერიოდში დადასტურდა 549 შემთხვევა, რომელიც 9535 ტესტს შორის გამოვლინდა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 5,76% შეადგინა. ბოლო 14 დღეში ეს მონაცემი 6,03%-ია, 7 დღეში კი 6,48%. 

გუშინ 1089 ადამიანი აიცრა, შედეგად ჯამში ქვეყანაში 62447 აცრილია.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 4481 პირი იმყოფება.

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …