გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 369 შემთხვევა დადასტურდა. ხოლო ჩატარდა 23747 ტესტი. შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელი – 1,55%-ია. ბოლო 14 დღის მონაცემით ეს მაჩვენებელი 1,53%-ია, ბოლო 7 დღეში – 1,33%
სამთავრობო საიტის stopcov.ge-ს ინფორმაციით, გარდაიცვალა 9 პ აციენტი.
ჰოსპიტლებში ამ ეტაპზე 412 ადამიანი მკურნალობს.
ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 276436 შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაიცვალა 3674 პირი.