მთავარი » ჯანდაცვა » Covid19 » გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ყველა ინდიკატორი გაუარესდა

გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების ყველა ინდიკატორი გაუარესდა

გასული დღე-ღამის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თითქმის ყველა ინდიკატორი გაიზარდა. დადასტურებულმა შემთხვევებმა 529 შეადგინა, შესაბამისად, დადებითობის მაჩვენებელი 2,15%-ია. გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელიც – ბოლო 24 საათში კორონავირუსს 13 ადამიანი ემსხვერპლა.

დაინფიცირებულთა რიცხვი აღემატება გამოჯანმრთელებულთა (326) რაოდენობას. გაიზარდა ჰოსპიტალიზებულ პაციენტთა რაოდენობა – თუ გუშინ ეს რიცხვი 1685-ს შეადგენდა, დღეს უკვე 1756-ია. 

stopcov.ge-ს ინფორმაციით, ბილისში გამოვლინდა 281 შემთხვევა, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 78, აჭარაში – 45.

ეპიდემიოლოგები განსაკუთრებით საგანგაშოდ მიიჩნევენ რეგიონებში არსებულ ვითარებას – ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით 18 პირი შეიყვანეს. მათგან ათი ჭიათურის სოფელ ითხვისის მკვიდრია. ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის გამო, დასახლებაში შესაძლოა, შეზღუდვები დაწესდეს.

ვირუსის გახშირებული შემთხვევების გამო, დღეიდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი, 2 კვირით დისტანციურ რეჟიმში წარიმართება

იხილეთ ასევე

ბიძინა კულუმბეგოვი: ჩვეულებრივი ნიღაბი „კრაკენისგან“ ვერ დაგვიცავს

ომიკრონის ახალი შტამის, „კრაკენის“ მოსალოდნელი დომინანტობის მიუხედავად, მსოფლიოს კორონავირუსის ახალი, მძიმე ტალღა, როგორიც წინა პერიოდებში …